მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში გამოფენებისათვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა დააზიანეს

თელავში გამოფენებისათვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

თელავის ცენტრალურ მოედანზე, გამოფენებისთვის სპეციალურად მოწყობილი კოტეჯები დააზიანეს.

მცირე ზომის ხის კოტეჯებს, რომლებიც მეწარმეების პროდუქციის გამოფენისა და გაყიდვებისთვის არის განკუთვნილი, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა კარი და ფასადი დაუმტვრიეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტზე რეაგირებას ზარალის დათვლის შემდეგ მოახდენენ.

“კოტეჯები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის და გამოფენებისთვის არის განკუთვნილი. ვანდალურ ფაქტს რეაგირება აუცილებლად მოყვება. დაითვლება ზარალი და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები”-განაცხადეს მერიაში.

ხის კოტეჯები, თელავის ცენტრალურ მოედანზე, წინასაახალწლოდ განთავსდა დ ამას შემდეგ, სხვადასხვა სახის გამოფენისთვის გამოიყენება.

მსგავსი პოსტები

Back to top button