მნიშვნელოვანი

ყოფილი პროკურორის სკანდალური სტატუსი

პროკურორ სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილზე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ყოფილმა პროკურორმა უწყება ამხილა და არსებულ პრობლემებზე, შესაძლო კორუფციაზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე საჯაროდ დაწერა.

ამის შემდეგ სავარაუდოდ მან საქართველო დატოვა.

სალომე ადეიშვილი საგამოძიებო ორგანოში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევებზე ბრალს ხელმძღვანელობას სდებს.

ყოფილი პროკურორი წერს, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები სატელეფონო ზარებით წყდება, იმის მიხედვით თუ ვის ჰყავს მფარველი და ვის არა. ამავე წერილით, პროკურორები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ და ზოგჯერ სამართლებრივ აბსურდამდეც კი მიდიან. წერს რომ ხდება პროკურორი ქალების სექსუალური შევიწროება მათი ხელმძღვანელების მხრიდან. ამ წერილის გამოქვეყნებიდან 15 საათზე მეტი გავიდა, თუმცა პროკურატირას განმარტება ან რაიმე სახის განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ რაიონულ პროკურატურაში და თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე: დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იმ სახიფათო ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ადეიშვილის წერილიდან გამოიკვეთა და რომელიც პროკურატურაში არსებულ მანკიერ სისტემაზე მიანიშნებს: განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილი შეთქმულების თეორიაზე და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button