ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემას ბლოკავს

ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკითხი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილ სესხს უკავშირდება, რომლის გაცემაზე ბანკი გასულ თვეს დათანხმდა, თუმცა EU-ს აღმასრულებელ ორგანოს ის საბოლოოდ ჯერ არ დაუდასტურებია.
გამოცემა წერს, რომ შეთავაზებული სესხი დაიბლოკა ევროკომისიის საბიუჯეტო განყოფილების მიერ მისი ფინანსური სიმყარის შესახებ შეშფოთების გამო. „ბლუმბერგის“ ცნობით, როგორც წესი, ასეთი სესხები გამოიყოფა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ოპერაციებისთვის მთლიანი დაფინანსების არაუმეტეს ცხრა პროცენტის ოდენობით.
ამჯერად, კომისიას სურს, გამოყოს მთლიანი თანხის 70 პროცენტი – როგორც ეს გააკეთა წინა წინადადებაზე, რომელიც მილიარდი ევრო იყო. ევროკომისიის სპიკერის განცხადებით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლია, ზარალის დაფარვა უკრაინის დეფოლტის შემთხვევაში. ევროკომისია ეძებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ამ სესხებთან დაკავშირებული ზოგიერთი დამატებითი რისკის გასაზიარებლად. ევროკავშირი უკვე იძულებული გახდა, დროებით შეემცირებინა კიევში გაგზავნილი საგანგებო დაფინანსების ოდენობა. გასულ კვირას მილიარდი ევროს შეთავაზება შეჩერდა, რადგან გერმანიამ დაბლოკა ცხრა მილიარდი ევროს უფრო დიდი პაკეტი.
რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ სესხს დეფოლტირების მაღალი რისკის ზონაში განიხილავს.
მათი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვერ შეძლებს აღნიშნული ვალდებულების მომსახურებას, ევროკავშირი მზად უნდა იყოს ზარალის მისაღებად და სესხის გაცემამდე დაზღვევის შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული.
სავარაუდოდ, $1.5-მილიარდიან დახმარებას უკრაინის მთავრობა დაგვიანებით, თუმცა მაინც მიიღებს.