მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში შეჭრის წლისთავის წინა დღეებში პოლონეთში გაემგზავრება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს ეძღვნება და ის 20-22 თებერვალს გაიმართება.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის სიტყვებით, ჯო ბაიდენი ამ ვიზიტით ცხადყოფს, რომ უკრაინა აშშ-სგან უსაფრთხოებისთვის დამატებით დახმარებას მიიღებს.

„პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ იტყვის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – განაცხადა კირბიმ.

ბაიდენი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს.
“მას სურს ისაუბროს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერაში”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

“კარგი არ იქნება, თუ პრეზიდენტს არ მოუწევს მგზავრობა ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო? სამწუხაროდ, აქ ვართ”, – აღნიშნა კირბიმ.

პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვა, სადაც უკრაინელი ხალხის გამძლეობასა და დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ბოლოს ბაიდენი პოლონეთში იყო გასული წლის მარტში, უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. მან მოინახულა პოლონეთში განლაგებული აშშ-ს არმიის საჰაერო-სადესანტო დივიზიები და პოლონეთის ხელმძღვანელობასთან განიხილა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხები. ვარშავაში, ის შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს.

ბაიდენმა მაშინ თქვა პირველად:„პუტინი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში“.

შემდეგ თეთრმა სახლმა შეარბილა პრეზიდენტის ეს განცხადება და განმარტა, რომ ის არ მოუწოდებდა რუსეთში ხელისუფლების დამხობას, არამედ იმას ნიშნავდა, რომ კრემლმა არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიისთვის.

ამერიკის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავს ემთხვევა. აშშ-ში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი ევროპელ კოლეგებთან კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ხაზს გაუსვამს, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ისაუბრა ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ბაიდენი გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, როდესაც ის პოლონეთში ჩავა, კირბიმ თქვა: “პრეზიდენტი ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“.

კირბიმ აღნიშნა, რომ დეტალებს არ გაამჭღავნებს: “მე არ ვაპირებ მის სიტყვებს დავასწრო. რა თქმა უნდა, ყველა სათქმელს ვუტოვებ აშშ-ის პრეზიდენტს”.

შეგახსენებთ, ბაიდენი პოლონეთს 20 თებერვალს ეწვევა

მსგავსი პოსტები

Back to top button