მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასული დღის განმავლობაში მტერთან 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა-ომში რუსი 219 170 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“გასული დღის განმავლობაში, მტერმა 33 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 59. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 219 170 ჯარისკაცი დაკარგა მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 219 170
​ტანკი – 3 977
ჯავშანტექნიკა – 7 706
საარტილერიო სისტემა – 3 834
სარაკეტო სისტემა – 609
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364
თვითმფრინავები – 314
ვერტმფრენი – 302
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 364
საკრუიზო რაკეტები – 1 211
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 557
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 520.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button