მნიშვნელოვანისაქართველო

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

“კანდიდატების მიერ მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმათა 40,48% (780 680 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმათა 59,52% (1 147 701 ხმა). საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია სალომე ზურაბიშვილი. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამომრჩევლებს, რადგან მათ იაქტიურეს არჩევნების დღეს და უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო ამომრჩევლების მხრიდან”, – განაცხადა მიქელაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button