დაზარალებული მევენახეების აქცია მანავში

საპროტესტო აქცია გამართეს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში დაზარალებულმა მევენახეებმა.
ისინი პრემიერ მინისტრს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გლეხებისთვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე, რეაგირება არ მოჰყოლია.
საუბარია 2014 წლის რთველზე, როცა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მანაველებისგან ათასობით ტონა ყურძენი შეისყიდა, თანხა კი დღემდე არ მიუცია.