მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვს ომის გარდა არ დაუტოვეს სხვა შანსი -უკრაინაში 600 000 რუსი სამხედრო იბრძვის-რუსეთის პრეზიდენტი

უკრაინაში რუსეთის საწინააღმდეგო ანკლავი შექმნეს და ნატო-ს გაფართოებაზე ზედიზედ ათჯერ მოგვატყუეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს არ დაუტოვეს სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის გეოპოლიტიკურმა მტერმა მოახდინა გადატრიალება უკრაინაში და დაიწყო იმ მოქალაქეების ფიზიკური განადგურება, რომლებიც მზად იყვნენ, რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებისთვის.

„გადატრიალების შემდეგ, შესაბამისად, დაიწყო მოვლენები დონბასში, ხალხის განადგურება დონბასში. ასე გაგრძელდა რვა წელი, თითქმის ცხრა. ყველაფერი, რაც იქ მოხდა, ეს არის გენოციდი, ამას სხვანაირად ვერ ვუწოდებთ. იქ რუსები არატიტულოსან ერად გამოცხადდნენ და კანონი მიიღეს. ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე. უკრაინის ხელმძღვანელობამ „უბრალოდ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინაში 600 000 რუსი სამხედრო იბრძვის.

“უკრაინაში, ფრონტის ხაზზე 617 000 რუსი სამხედრო იბრძვის”, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის “უკრაინაში დასახულ ამოცანებსა და მიზნებს მიაღწევს”. ამასთან, ის ამბობს, რომ რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობით დონბასში “ომის შეჩერებას ცდილობდა”.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 380 600 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button