მსოფლიო

იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის შვილი საავადმყოფოდან გაწერეს და “უსაფრთხო ადგილას” გადაიყვანეს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით BBC წერს.

მედიის ცნობით, იულია სკრიპალმა საავადმყოფო გუშინ დატოვა. რაც შეეხება სერგეი სკრიპალს, ის კვლავ საავადმყოფოში რჩება. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისინი ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და გაერთიანებული სამეფოდან გააძევა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის 23 თანამშრომელი. ლონდონისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევა მსოფლიოს კიდევ 20-ზე მეტმა ქვეყანამ. თავის მხრივ, მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და ლონდონს ადანაშაულებს ანტირუსული ისტერიის გამწვავებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button