თორნიკე ოქრიაშვილმა ანორთოსისიდან წასვლა დააანონსა

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, როცა ქართველ ლეგიონერს კონტრაქტი დაუთავრდება, ის გუნდიდან წავა ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა.
ევგენიოს ამბულასი ასევე აცხადებს ,რომ მათ ოქრიაშვილის გაშვება არ სურთ და ახალი საკონტრაქტო პირობებიც შესთავაზეს. “თუმცა მან წასვლა თავად ითხოვა და ჩვენ მას შეველევით”, _ ამბობს ამბულასი.
ოქრიაშვილს სხვა ქვეყნის ჩემპიონატში სურს თამაში, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწევა გიორგი ქვილითაიას. ის ბელგიური “გენტის”კუთვნილებაა და მასზეა დამოკიდებული, ისევ იჯარით გააგრძელებს გიორგი თამაშს ,თუ გუნდი მის გაყიდვას გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, ,რომ თორნიკე ოქრიაშვილი ანორთოსისში 2019 წელს გადავიდა და მიმდინარე სეზონის 23 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის გუდის მეორე გოლეადორია
საუკეთესო ბომბარდირი კი გიორგი ქვილითაიაა,რომელიც 33 შეხვედრაში 15 გოლის ავტორია. ის კლუბს 2020 წელს შემოუერთდა.