უცნობია გადაკვეთა თუ არა ივანიშვილის ვერტმფრენმა საზღვარი

ამ დრომდე უცნობია გადაკვეთა თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენმა.

რადიო ჰერეთი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს შს სასაზღვრო პოლიციას და თბილისის აეროპორტის ადმინისტრაციას. ჩვენს ზარებს აღნიშნული სამსახურები კვლავ არ პასუხობენ. 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, გუშინ ბიძინა ივანიშვილს ინსულტი მოუვიდა, რის გამოც ის სამკურნალოდ ლუქსემბურგში წაიყვანეს.

“ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში.

ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში. ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება კონფიდენციალურ წყაროს. ზუსტი ინფორმაცია რომ მქონდეს თავისი მტკიცებულებით, ასე დავწერდი. ინფორმაცია დადასტურებული არ არის ივანიშვილის მხარის მიერ. თუმცა, აქამდე, არც ოფიციალურად უარყოფილი”, – წერს გვარამია.

რადიო ჰერეთთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ რომ ინფორმაციას არ ფლობენ და იმედი აქვთ რომ ეს ყველაფერი ბოროტი ხუმრობაა. ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა კი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას “შიზოფრენია” უწოდა.

“ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ ნაციონალების ნდობა არ შეიძლება:ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ისნსულტურ მდგომარეობაში თავად ნაციონალური მოძრაობაა, რასაც აშკარად ვეღარც მალავენ” – წერს ახალ პოსტს უძილაური.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button