უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება

უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას და ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე აქტიურ კონტრშეტევებს განაგრძობს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები ხარკივისა და ხერსონის ოლქიდან გარბიან.
გვიან ღამით კი აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში. დნიპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკის რაიონში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1. ოკუპანტებმა რაკეტებით იერიში მიიტანეს რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. შედეგად რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდა.
დაიბომბა ხარკივის ნოვო-ბავარსკის რაიონის საცხოვრებელი ტერიტორია. გვიან ღამით იერიში მიიტანეს ხარკივის უმსხვილეს ელექტროსადგურსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ქალაქთან ახლოს.
“ყურადღება ხარკიველებო: დარჩით თავშესაფრებში! ოკუპანტებმა ხარკივს დაარტყეს. სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა”, – წერს სინეგუბოვი.
ოკუპანტებმა ხარკივი გუშინ, 11 სექტემბერს, გვიან ღამითაც დაბომბეს. მათ იერიში ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანეს, რის შედეგადაც, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეიზღუდა.
რუსებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის ორი დასახლების მიმართულებითაც.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ თავდაცვის ხაზებზე კახოვკაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამასთან “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ანგარიშს აქვეუყნებს სადაც ნათქვამია რომ
უკრაინულმა ძალებმა სწრაფი კონტრშეტევით, ხარკივის ოლქის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, რუსეთს დიდი ოპერაციული მარცხი მიაყენეს.
ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის წარმატება განაპირობა ოპერაციის კარგად დაგეგვმამ და აღსრულებამ, რომელიც მოიცავდა ძალისხმევას, მაქსიმალურად გაზრდილიყო დასავლური იარაღის სისტემების ეფექტი.
მათივე ანგარიშის მიხედვით მიმდინარე კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს. უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად.
მათივე ცნობით ომის ხანგრძლივობა შესაძლოა გაგრძელდეს
“ომი სავარაუდოდ 2023 წლამდე გაგრძელდება”, – აცხადებენ “ომის შემსწავლელ ინსტიტუტში”.
ამათან ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებულ სოფელ კუზემივკას თავზე უკრაინის დროშა აღიმართა, – ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი იუწყება.
აღსანიშნავია, რომ კუზემივკა ოკუპირებულ ქალაქ სვატოვოდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის მიმართულებით უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად რუსი ოკუპანტები პოზიციებს ტოვებდნენ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში გარბოდნენ.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა და სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორ კვირაში 1800-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს
ნატალია ჰუმენიუკმა, სამხრეთით უკრაინელი სამხედროების სპიკერმა, თქვა, რომ დასახლებები ვისოკოპილია, ნოვოვოზნესენკე, ბილოჰირკა, მიროლიუბივკა და სუხი სტავოკი “სრულიად განთავისუფლდნენ ოკუპანტებისგან და უკრაინის დროშის ქვეშ არიან”.
ჰუმენიუკმა ასევე თქვა, რომ “ტერიტორია გაწმენდილია” რუსული ნაღმებისგან, მაგრამ დამატებითი ზომების მიღება ისევ გრძელდება. რადგან ოკუპანტები არ წყვეტენ მიკოლაივის ოლქის დაბომბვას, კერძოდ, საკონტაქტო ხაზის გასწვრივ მდებარე თემების ტერიტორიებს.
“ამ ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება, მაგრამ მოსახლეობა უკრაინის იურისდიქციაშია.”- ნატალია ჰუმენიუკი.
ჰუმენიუკის თქმით, ცეცხლის ქვეშაა კრივორიჟია და ნიკოპოლის რაიონიც, სადაც ოკუპანტები ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ, მაგრამ ცდილობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსახლეობაზე და მათ აჯერებდნენ, რომ თითქოს უკან დახევა არაფერს ნიშნავს.
„მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენი წარმატებები ძალიან დამაჯერებელია, 4-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე მივიწიეთ სხვადასხვა მიმართულებით, გავათავისუფლეთ თითქმის 500 კვ.კმ ფართობი… ორ კვირაში. მხოლოდ სამხრეთით 1800-ზე მეტი ოკუპანტი, 500-ზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა, 122 ტანკი, 2 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და დაახლოებით 10 საკრუიზო რაკეტა განადგურდა რომლებითაც მტერი ცდილობდა დარტყმას”. თქვა ჰუმენიუკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონის 5 დასახლება – ვისოკოპილია, ნოვოვოზნესენსკე, ბილოგირკა, სუხი სტავოკი და მიროლიუბივკა – უკვე გათავისუფლებულია და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სრულ კონტროლქვეშაა – დასახლებები უკრაინის სრული იურისდიქციის ქვეშ დაბრუნდა-თქვა ჰუმენიუკმა, თუმცა აღნიშნა, რომ ისევ არსებობს ამ ტერიტორიებს დაბომბვის საშიშროება.
მისივე ინფორმაციით, უკან დახევისას მტერმა დანაღმა ტერიტორიების ნაწილი, ამიტომ მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს.