მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

ავარია კახეთში-მძიმედ დაშავდა 69 წლის ქალი.

ქვეითი დაშავდა მძიმედ დედოფლისწყაროშიბ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

შემთხვევა, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა.

69 წლის ასაკის ქალი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა
მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა იგეგმება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button