მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიგი უგულავა ამნიტსიაზე უარს ამბობს

ძალადობაში ბრალდებული გიგი უგულავა უარს ამბობს პროკურატურის შეთავაზებაზე, გავრცელდეს მასზე ამნისტია,რომელიც პარლამენტმა 2021 წლის იანვარში მიიღო.

“ხელისუფლება შეეჩვია, ჩადის დანაშაულს და აქეთ მადლობები უნდა უხადო ამნისტიის გამო. ახლა ვხედავთ, რაც გააკეთეს 20 ივნისის ამნისტიაზე. მე ამნისტია არ მჭირდება, დანაშაული არ ჩამიდენია, გავაშელიშვილი არ მიცემია. ის არის თავდამსხმელი, არ მივცემ ჩაფარცხვის უფლებას და საშუალებას. მირჩევნია უსამართლო სასამართლოში ვიარო და მომისაჯონ რაც უნდათ რომ მომისაჯონ, ვიდრე მივიღო ის ამნისტია, რადგან ამის მიღება ნიშნავს დავთანხმდე იმას, რომ ვცემე ბადრი გავაშელიშვილი. ეს კაცი არის ზონდერი”, – აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას გამოძიება ძიუდოისტ ბადრი-საბა გავაშელიშვილის ცემას ედავება. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button