საუდის არაბეთში კამიკაძემ თავი მეჩეთში აიფეთქა [Video]

საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთით განლაგებულ ქალაქ აბჰაში, ტეროსისტმა-კამიკაძემ მეჩეთში, რომლის მრევლი, სამეფოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის ჯარისკაცებია, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება Al Jazeera.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კიდევ 9 ადამიანი დაიჭრა. წინასწარი მონაცემებით, ყველა დაღუპული – ძალოვანი ორგანოების სპეცდანაყოფის ჯარისკაცი იყო. როცა კამიკაძემ შაჰიდის ქამარი აამოქმედა, მეჩეთში მყოფი ადამიანები ლოცულობდნენ.

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

მსგავსი პოსტები

Back to top button