მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვაგნერის მფლობელი მებრძოლთა რიცხვი 30 000-ით გაიზრდას ვარაუდობს

რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ 250 მედიკოსის და მასწავლებლის გაგზავნა სურს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელის ევგენი პრიგოჟინის თქმით, მაისის შუა რიცხვებისთვის ვაგნერის მებრძოლთა რიცხვი 30 000-ით გაიზრდება.

პრიგოჟინის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს სამხედროების ვაგნერში ჩარიცხვა.

„გვაქვს დღეები, როცა ვრიცხავთ დღეში 1 200-მდე ადამიანს. იმავდროულად ჩვენი საშუალო რიცხვი 500-დან 800-მდეა დღეში, როცა ახლა აქტიურია გაფართოება“ – განაცხადა პრიგოჟინმა.

ის ვარაუდობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალწვეულთა ეს რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებისთვის, ვაგნერის მებრძოლთა რაოდენობა დანაყოფებში დაახლოებით 30 000-ით გაიზრდება.

გასულ კვირაში პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის გაწვევის ცენტრები რუსეთის 42 ქალაქში გაიხსნა.

ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერში ირიცხებოდნენ პატიმრები, ვისაც 6 თვე ბრძოლის სანაცვლოდ “შეწყალებას” ჰპირდებოდნენ. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერში აღარ ჩაირიცხებიან პატიმრები.

თებერვლის ბოლოს აშშ-მ განაცხადა, რომ ვაგნერმა უკრაინაში ბრძოლებში 30 000-მდე მეტი სამხედრო დაკარგა.

რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ 250 მედიკოსის და მასწავლებლის გაგზავნა სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუს დამპყრობლებს კადრების დეფიციტი ჯანდაცვისა და განათლების სფეროში აქვთ.

“ოკუპანტები გეგმავენ ექიმთა ახალი ჯგუფის შეყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოკუპირებულ რეგიონებში. საუბარია 250 კადრზე, საიდანაც 125 ექიმია და 125 ექთანი”, – წერია ინფორმაციაში.

გარდა ამისა განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსები მასწავლებლების ხერსონის რაიონში წაყვანასაც გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button