პარლამენტი პრემიებს ვერ ელევა

კანონპროექტი პრემიების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენით ჩავარდა.

უმრავლესობიდან სახელწიფო უწყებებში მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას მხოლოდ 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა 2017 წლის პირველ იანვრამდე პრემიების აღებას საქართველოს პრალამენტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს საკრებულოს თავმჯდომარეების, მერებსა და გამგებლებს უკრძალავდა.

მთლიანობაში ეს აკრძალვა 700-ზე მეტ თანამდებობის პირს ეხებოდა. უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ კი აღნიშნა, რომ კანონპროექტს ბევრი ხარვეზი ჰქონდა და არ შეესაბამებოდა თავის მიზანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button