მნიშვნელოვანირეგიონი

ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში-სტიქიამ ლაგოდეხი დააზარალა

ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში-დასეტყვილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით, ნახევარ საათს გრძელდებოდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სეტყვითა ძლიერი ქარით მიყენებული ზიანის თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია , ხვალ, დილით ექნება.

ამ დროისათვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია ,შეფერხებულია ინტერნეტ- კავშირი.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სეტყვამ კახეთის რეგიონი რამდენჯერმე დააზარალა.

“მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება” – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო წერს და გაფრთხილებას ავრცელებს:

22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი პოსტები

Back to top button