მალარიის გადამტანი კოღო-ანოფელესის წინააღმდეგ წამლობა დაიწყო

ლაგოდეხის სოფლებში მალარიის გადამტანი კოღო-ანოფელესის საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაობეი დაიწყო – ამის შესახებ რადიო “ჰერეთის” პირდაპირ ეთერში ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განაცხადა.

შეწამლვითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს სოფლებში: ჭიაურში, საქობოში, ჰერეთისკარში, თამარიანში, აფენში, ჭაბუკიანში, ანანაურსა და ლელიანში. შეწამლვა თერმული ნისლით ხდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრემა მოსახლეობამ “ჰერეთის” ეთერით დახმარება ითხოვა.

ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ალაზნისპირა სოფლებში, იქ სადაც რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა სოფლები დატობა, დაავადება მალარიის გავრცელება დაიწყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button