ერთი ქალის აქცია დედოფლისწყაროში [ფოტო/აუდიო]

21057880_1625191820824940_147692947_oერთი ქალის აქცია დედოფლისწყაროში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის კიბეებზე თამილა გურაშვილმა, მისივე სიტყვებით პროტესტი გამოთქვა “დედოფლისწყაროში არსებულ განუკითხაობაზე”.

გურაშვილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრის იყო რადიო “ჰერეთთან” ამბობს, რომ “მას და მის შვილს მუნიციპალიტეტის პირველი პირები, მათ შორის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და დეპუტატი ირაკლი შოლაშვილი ხელს უშლიან დასაქმებაში, როგორც კერძო სტრუქტურებში, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში.

გურაშვილი გვეუბნება, რომ მას არც საკუთარი საცხოვრებელი სახლი აქვს და არც შემოსავალი, რის გამოც უკიდურეს გაჭირვებაშია.

იგი ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში მუშაობდა. ამბობს, რომ მისი გათავისუფლება ოპოზიციურ საქმიანობას და საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირდება.

მოუსმინეთ თამილა გურაშვილის ხმას ►

დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი კი თამილა გურაშვილის ბრალდებებს არ იზიარებს და გვეუბნება, რომ “იგი ყველა იმ სერვისით სარგებლობს, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია”.

ჯანიაშვილის თქმითვე, “გურაშვილი სწორედ იმ პერიოდში დასაქმდა, როდესაც რაიონის ახლანდელი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი გამგებლის თანამდებობას იკავებდა, თუმცა შემდეგ შტატი გაუქმდა და ის უსამსახუროდ დარჩა”.

მოუსმინეთ ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხმას ►

თამილა გურაშვილი კი გეგმავს, რომ დახმარების თხოვნით საქართველოში ამერიკის ელჩს და სხვადასხვა დიპლომატიურ მისიებს მიმართოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button