თელავში 32 წლი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

პოლიციის წინაწარი გამოძიებით, თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

შემთხვევა საავტომობილო სახელოსნოში მოხდა. 32 წლის როლანდ დაუდაშვილს, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა.

დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. მომხდარის სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ ვერც ოჯახის წევრები და ვერც თანამშრომლები.

განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება ავტოსახელოსნოს მეპატრონე, რომლის განმარტებითაც, თანამშრომელი უკვე გარდაცვლილი ნახა.

გვამი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button