პარიზის Bataclan-ის მესამე კამიკაძის სახელი გამოცხადდა

პარიზმა ტერორისტ-კამიკაძის ვინაობა დაადგინა, რომელმაც პარიზის საკონცერტო დარბაზ Bataclan-ში თავი აიფეთქა, – გადმოსცემს რადიოსადგური France info.

ტერორისტი სტრასბურგში ცხოვრობდა. 2013 წელს სირიაში წავიდა. მისი გვარი ტელეარხმა BFM TV-მ გაახმაურა, კამიკაძეს ფუედ მოჰამედ-აგადი ერქვა.

ცოტა ადრე Bataclan-ის ტრაგედიის მომწყობი კიდევ 2 ტერორისტის ვინაობა დადგინდა, ისინი იყვნენ: იმაილ ომარ მოსტეფა და სამი ამიმური. ორივე პარიზის გარეუბანში ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button