
6 წლის გოგონამ დაბადების დღისთვის ენ ბოლეინის თავის მოკვეთის სცენით გაფორმებული ტორტი მოითხოვა. მშობლებს მისი სურვილი არ გაკვირვებიათ.
მამის ედმუნდ კინგსლის თქმით, მისი შვილის ინტერესი ტიუდორების ისტორიის მიმართ, ზამთარში, არდადეგებზე ჰემპტონ კორტის სასახლეში სტუმრობამ გამოიწვია. ოჯახი იქ გასართობად იყო ჩასული, როდესაც მამამ შვილს ისტორიული ფაქტების შესახებ უამბო. ამ ამბის შემდეგ 6 წლის გოგონა აღფრთოვანებული იყო გაგონილი ისტორიით.
“მგონი, პირველი მარცვალი სწორედ მაშინ დაითესა, როდესაც სასახლე ნახა და იქ დაუვიწყარი დრო გაატაარა. ის ძალიან დაინტერესდა დიდი, მსუქანი და საშინელი მეფით, რომელსაც 6 ცოლი ჰყავდა”, — ჰყვება კინგსლი.
რა თქმა უნდა, მშობლებმა გოგონას სურვილი აუსრულეს. ისინი ტორტს 3 დღის განმავლობაში ქმნიდნენ. ტორტის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მამამ ტვიტერის მეშვეობით გააცნო საზოგადოებას.
“ხვალ ის 6 წლის გახდება და, როგორც ამ ასაკის უამრავმა სხვა გოგომ, მანაც მოითხოვა ტორტი, რომელზეც მომავალი დედოფალი ელიზაბეთ I ჰენრი VIII-ის მიერ ენ ბოლეინისთვის თავის მოკვეთის სცენას უყურებს”
თავისთავად, ტვიტერის მომხმარებლებში ამ ფოტოებმა დიდი ყურადღეება მიიქცია. ბევრმა მათგანმა მადლობა გადაუხადა 6 წლის გოოგნას უცნაური და მშვენიერი იდეისთვის.