დიდი ბრიტანეთი: გირვანქა მყარდება ახალი პრემიერის პოპულარობის წყალობით

ბრიტანელი ინვესტორები ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მიესალმებიან, – იუწყება Euronews.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ შინაგან საქმეთა მისიტრი, ტერეზა მეი დევიდ ქემერონს შეცვლის, გირვანქა სტერლინგის კურსმა აიწია. ბრიტანულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში ძლიერი ნახტომი გააკეთა და 1,33 დოლარის ნიშნულს გასცდა. მაშინ, როცა ბრიტანელებმა რეფერენდუმზე Brexit-ს დაუჭირეს მხარი, გირვანქა ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად მინიმუმამდე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 14 ივლისს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. მან, ჯეიმს ქემერონის გადადგომის შემდეგ, ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-სგან ახალი მთავრობის ფორმირების წინადადება მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button