ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის ორი ათასსზე მეტ საჯარო სკოლაში, ათასობით მოსწავლე სასწავლო პროცესში ჩაერთო. საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული. მოსწავლეები და მათი დამრიგებლებბიNotebook-ით დასაჩუქრდებიან. სამინისტრომ ამ მიზნით ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

143-ე საჯარო სკოლაში დილიდან განათლების მინისტრი იმყოფება. ახალი სასწავლო წლის დაწყება ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველკასელებს მიულოცა.

პარალელურად, სხვადასხვა ღონისძიებები პირველკასელთა დასახვედრად მიმდინარეობს სხვადასხვა საჯარო სკოლებში. საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ბეშუეთში, სადაც ერთადერთი საჯარო სკოლა მდებარეობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მივა.

საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button