რეგიონი

სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 32 წლის მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა სოფელ კარდენახში წუხელ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი საქეიფოდ იყო, რის შემდეგაც მათ ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ.

ერთ-ერთმა მათგანმა, 32 წლის ახალგაზრდას, ავტომანქანა წინასწარი განზრახვით დააჯახა.

დაშავებული გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიყენებული

” შინაგანი ორგანოები დახეთქილი ჰქონდა. ჩავუტარეთ ოპერაცია, მაგრამ თავი, გულმკერდის არე, მთელი სხეული დაფარული ჰქონდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვებით”- განაცხადა ჯეოჰოსპიტალსის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა.

გარდაცვლილი გურჯაანის პროზექტურაში გადასვენებული.
პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button