ტრამპის ყოფილ მეუღლეს ჩეხეთში აშშ-ის ელჩობა სურს [Video]

დონალდ ტრამპის ექს-მეუღლეს პრაღაში აშშ-ის ელჩობა სურს და ჩეხმა პოლიტიკოსებმა მას მხარი დაუჭირეს, – გვაცნობებს The New York Post.

ივანა ტრამპს ჩეხეთში დიპლომატიური სამსახურის დაწყება სურს და იგი ყოფილ მეუღლესთან ამ თემაზე დალაპარაკებას გეგმავს.

“მას ჩეხეთში ელჩის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას შევთავაზებ. წარმოშობით იქიდან ვარ, ჩეხური ენა ვიცი და იქ ყველა მიცნობს. ამის გარდა, მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ვარ. 3 წიგნი დავწერე, რომელიც 25 ენაზეა ნათარგმნი”, – განაცხადა ივანა ტრამპმა.

ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა საკუთარ Twitter-ში დაწერა, რომ მიესალმება ივანა ტრამპის არჩევანს. ჩეხეთის ოპოზიციურმა სამოქალაქო-დემოკრატიულმა პარტიამ ასევე მხარი დაუჭირა ამერიკის პრეზიდენტის ექს-მეუღლის სურვილს.

აღსანიშნავია, რომ ივანა ტრამპი 67 წლისაა. მან დონალდ ტრამპთან ოფიციალურ ქორწინებაში 15 წელი იცხოვრა. მათ 3 შვილი ჰყავთ. ივანა ტრამპი 5 ენას ფლობს და ჩეხეთს ხშირად სტუმრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button