სპორტი

პირველი გამარჯვება ლისაბონში და მარიამ ჯანაშვილის იპონი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ქართველებმა მოგებით დაიწყეს. მარიამ ჯანაშვილმა (52კგ.) მასპინძელი იოანა დიოგო სუფთა მოგებით, იპონით დაამარცხა.

ქართველის მეტოქე მერვედფინალში შვეიცარიელი ფაბიენე კოჩერი იქნება.

წარმატებით დაიწყო გამოსვლა ტატამზე ეთერ ლიპარტელიანმა. ჩვენებურმა უკრაინელ მარია სკორას სძლია. მომდევნო ეტაპზე ის გერმანელ იანა ზიგლერს შეხვდება.

რაც შეეხება ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, ის ასპარეზობას გამოეთიშა და ტურნირზე გამოსვლა დროზე ადრე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 19 საათზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button