მნიშვნელოვანისიახლეები

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სესხები პენსიონერებისთვის სავარაუდოდ შემცირდება საშუალოდ 10%-ით, დაწესდება ზედა ზღვარი და ეს იქნება 25-26%, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერები გადაწყვეტენ სესხის აღებას.

გარდა ამისა, თანადაფინანსებით შემოდის სახელმწიფო და სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიონი ლარი გამოიყოფა, რათა ბანკმა უზრუნველყოს თანხების მიწოდება პენსიონერებისთვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.

“ჩვენ მივაღწიეთ და დავამტკიცეთ ის, რომ შესაძლებელი ყოფილა სესხის პროცენტის გაცემა. ასევე, პენსიონერი აღარ გადაიხდის პენსიის დარიგების ფულს, ეს ფული უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ. გარდა ამისა, გამოცხადდება კონკურსი, სადაც მე ვთხოვ ყველა ბანკს მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში და ვფიქრობ, რომ სესხის პროცენტი კიდევ უფრო დაიწევს,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, სურვილის შემთხვევაში, პენსიონერი შეძლებს პენსიის სხვა, სასურველ ბანკში მოღებას.

“15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში იმ პოტენციურად გამარჯვებულ ბანკს, რაც მთავარია, პროცენტმა დაიწია და დაახლოებით 26%-ის ფარგლებშია,” – აღნიშნა მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

როგორც ცნობილია, ტენდერი კომერციული ბანკები მიიღებენ მონაწილეობას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან პენსიონერები ახალი პირობებით მიიღებენ სესხებს.

შეგახსენებთ რომ საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც კანონპროექტის ავტორები, საფინანსო დარგის ექსპერტები და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button