რუსთავის აზოტის ქარხნიდან 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს [ვიდეო]

რუსთავის აზოტის ქარხნის ახალმა ხელმძღვანელმა 350-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა – ინფორმაციას, ინფო რუსთავი ავრცელებს.

მუშებს საშვები დაბლოკილი დახვდათ. მათ ახალ ხელშეკრულებებზე ხელი აღარ მოაწერინეს.

რუსთავის აზოტის პრესსამსახურის განმარტებით, შეიცვალა ქარხნის მეპატრონე და ადმინისტრაციას თანამშრომლები თავიდან აჰყავს.

პროფკავშირები შრომის კოდექსის დარღვევაზე საუბრობს. ორგანიზაცია ამ ფორმით გათავისუფლებას გაასაჩივრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button