10 საათის მონაცემბით ყველაზე მეტი ამომრჩეველი მცეთაში დაფიქსირდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 115302-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 4.65%-ია.

ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი, 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 9% გამოცხადდა.

ახალციხე-ადიგენის 44-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, 6.5% დაფიქსირდა.
ბაღდათის და ხარაგაულის 51-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობის 6.7% დაფიქსირდა. ასევე მაღალი აქტივობაა
დაფიქსირებული ლანჩხუთსა და ჩოხატაურის 60-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 6.6% შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button