მნიშვნელოვანისიახლეები

31 იანვრის COVID-19-ს სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 175 923.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 009 778.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 980 პირი ემსხვერპლა.

სულ აცრილია – 2 712 889, დღიურად აცრილია – 1 665.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა

📌აჭარა – 1 734

📌იმერეთი – 1 740

📌ქვემო ქართლი – 661

📌შიდა ქართლი – 554

📌გურია – 119

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640

📌კახეთი – 206

📌მცხეთა-მთიანეთი – 136

📌სამცხე-ჯავახეთი – 268

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან ჰოსპიტალიზაცია 7 708 ბავშვს დასჭირდა.

აღნიშნულის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის განახლებულ პროტოკოლშია ნათქვამი. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 8 ბავშვი გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკით, 31 იანვრის დილისთვის საქართველოში საერთო ჯამში, 151 139 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5 433​ ​ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 175 923 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 980 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button