კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 59 პაციენტი. 4 042 კი გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა
📌აჭარა – 194
📌იმერეთი – 804
📌ქვემო ქართლი – 269
📌შიდა ქართლი – 343
📌გურია – 100
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 366
📌კახეთი – 258
📌მცხეთა-მთიანეთი – 148,
📌სამცხე-ჯავახეთი – 113
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.
ამ დროისთვის ერთდროულად ინფიცირებულია 45 216 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 871 580 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 813 872 გამოჯანმრთელდა, 12 466 კი, გარდაიცვალა.
მძიმე ეპიდემოლოგიური მდგომარეობის ფონზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო – ახალ გადაწყვეტილებებზე მსჯელობს. რა შეიცვლება კოვიდ 19-ის მართვის პროტოკოლში, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ საფრთხეს, რომელსაც კორონავირუსი და გრიპის ვირუსი ერთობლივი გავრცელება ე.წ ტვინდემია ქმნის. ასევე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას.
სავარაუდოდ დღეს საბჭო ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას ბუსტერ დოზების ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. ჩინური ვაქცინებით აცრილ პირებს, ბუსტერის გაკეთება 3-6 თვის პერიოდში შეეძლებათ. ხოლო ფაიზერისა და სხვა ვაქცინების შემთხვევაში 5 თვის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ მწვანე საშვის მოქმედების არეალსაც გააფართოვებს.