საბავშვო მოდის კვირეული საქართველოში

24,25 და 26 დეკემბერს, პირველად საქართველოში საბავშვო მოდის კვირეული “Kids Fashion Week Georgia” იმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია “FASHION STUDIO”. ორგანიზაციის წარმომადგენლის ნინო ავალიანის განცხადებით, ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რომელიც ხელს შეუწყობს საბავშვო მოდის განვითარებას.

კვირეულში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მაშტაბით არსებული მზრუნველობამოკლებული თავშესაფრის ბავშვები.
გარდა საბავშვო მოდის განვითარებისა, პროექტის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში.

ამ კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ თავშესაფრის ბავშვები წავკისიდან, კახეთიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან და არა მხოლოდ. ამ ეტაპზე სულ 50 მდე ბავშვი იქნება ჩართული.

ღონისძიების კვირეულის ფარგლებში გაიმართება: ფოტოსესია და დეფილე წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა ლოკაციებში, მათ შორის ძველ ისტორიულ ქარვასლაში, “მასილენდსა” და სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში. დასწრება თავისუფალია.

კვირეულის მედიაპარტნორია რადიო “თბილისი” FM93.5

მოუსმინეთ “FASHION STUDIO”-ს წარმომადგენლის ნინო ავალიანის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button