1:1 – ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩის პირველი მატჩი ფრედ დასრულდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა.
25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ტაბლოზე საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.
შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.
თურქეთის შემდეგ ტურნირზე ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც საქართველო 22 ივნისს შეხვდება. ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.