მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

BREAKING: დედოფლისწყაროში ნავთობი იღვრება

“ფრონტერას” დედოფლისწყაროს საბადოში ნაზარლების N2 ჭაბურღილიდან ამოსული ნავთობი შირაქის ველებზე და ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება.

როგორც რადიო ჰერეთთან ადგილობრივები აცხადებენ, უყურადღებოდ მიტოვებული ჭაბურღილიდან ამოსული საწვავი, გარემოს ანადგურებს და ნათესებს ერთიანად სპობს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, მათ გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებსა და ნავთობის კორპორაციას, ფაქტის შესახებ, უკვე შეატყობინეს.

“შევატყობინეთ ყველას, ვისაც ამის რეგულირება ავალია. ჩვენ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტი არ გვაქვს”- განაცხადა ჯანიაშვილმა.

საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ საკითხი ნავთობისა და გაზის კორპორაციის გადასაწყვეტია.

” ჩვენ ზედამხედველობას არ ვუწევთ ამას, გაზისა და ნავთობის კორპორაცია არეგულირებს. ამიტომ მათ უნდა თქვან, რა ზომებს ატარებენ” – განმარტეს სამინისტროში.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ჯერჯერობით , კომენტარი არ გაუკეთებიათ. განცხადებას არ აკეთებენ, არც კომპანია ” ფრონტერას” წარმომადგენლები.

ნავთობპროდუქტების მომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“რამდენიმე წელია, ყოფილი თანამშრომლებიც უჩივიან.

84 ადამიანი, 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც თითქმის ერთი მილიონი ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button