მნიშვნელოვანისიახლეები

მესამე პრეზიდენტი კვლავ სასამართლოს წინაშე წარსდგება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასმართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას გეგმავს.

პროცესს ესწრება ორივე ბრალდებული – მიხეილ სააკაშვილიც და თეიმურაზ ჯანაშიაც.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

შოთა თუთბერიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button