რეგიონისაქართველოსიახლეები

“ცოლს, შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს 45 წლის კაცი, რომელმაც ცოლს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყებაში ამბობენ, რომ რ.დ. მომხდარიდან მალევე, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button