კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“სტატისტიკაში საერთო ჯამური ზრდა არ ნიშნავს, რომ კრიმინალი იზრდება”

“სტატისტიკაში საერთო ჯამური ზრდა არ ნიშნავს, რომ კრიმინალი იზრდება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიროგი გახარიამ, ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა.

“მეგობრებო, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ, არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს, საერთოდ კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2-3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.

მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები ბოლო 8-10-15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას – რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ა.შ ”, – განაცხადა მან.

ზუგდიდში ამ წუთებში მძევლების გათავისუფლებისა და თავდამსხმელების დაკავების მოტივით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. უცნობი პირები თავს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს დაესხნენ. ხალხის ნაწილმა გაქცევა მოახერხა, ნაწილი კი ამ დრომდე შეიარაღებულ პირებთან ერთად, ბანკის შენობაში იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button