მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ენმ”-ს აქტივისტი 2 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

ზუგდიდში, წუხელ სუსის შენობასთან დაკავებული “ენმ”-ს მხარდამჭერი და აქტივისტი ელდარ კეზუა 2 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

სასამართლო პროცესი დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დისტანციურად ჩატარდა.

შეგახსენებთ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შპრიცები და თეთრი ფხვნილი მიიტანა.

ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, ეს ყველაფერი სწორედ სუსი-ს სიმბოლოა, რითაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს.

ინციდენტის დროს დააკავეს ენმ-ს წევრი ელდარ კეზუა.

ანა წითლიძე სუსის უფროსთან შეხვედრას ითხოვდა.

აქციებს ენმ-ს მხარდამჭერები მანამდე გამართავენ, სანამ მესამე პრეზიდენტი არ დატოვებს საპატიმროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button