მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რატომ არის კორონავირუსის ფონზე ჰეპატიტის პრევენცია აუცილებელი-ესქპერტების განმარტება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, მედიკოსები და ექსპერტები მოქალაქეებს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები, ისევე როგორც ძვირადღირებული პრეპარატით მკურნალობა უფასოა.

„ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიის დროს. თუ ადამიანს აქვს ქრონიკული ჰეპატიტი ან ღვიძლის დაავადების შორსწასული ფორმა ან განიკურნა C ჰეპატიტისგან, მაგრამ აქვს დაავადების შემდგომი გართულებები, ის შესაძლოა იმყოფებოდეს COVID-19-ის გართულებების გაზრდილი რისკის ქვეშ”- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში”.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეთა ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის გააქტიურების მიზნით კამპანიაც დაიწყეს „იცოდე ჰეპატიტი არ იცდის” .

ორგანიზაციის მონაცემებით, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ამ დრომდე C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა და სიცოცხლე შეუნარჩუნდა 70 000 ზე მეტ მოქალაქეს.

კამპანიის მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ ელიმინაციის პროგრამა მუდმივი ვერ იქნება. ამიტომ ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად პროგრამით დაინტერესება და აქტიურად სარგებლობა მნიშვნელოვანია.

კამპანიაში მონაწილეობენ:დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექიმები, არასამთავრობო , სათემო, ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button