მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათში 300 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 200 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 – ბოლო 24 საათში, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 42 200

📌ტანკი – 1 805

📌ჯავშანტექნიკა – 4 055

📌საარტილერიო სისტემა – 958

📌სარაკეტო სისტემა – 260

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 132

📌თვითმფრინავები – 223

📌ვერტმფრენი – 191

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 750

📌საკრუიზო რაკეტები – 182

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 978

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌სპეციალური აღჭურვილობა – 86.

მსგავსი პოსტები

Back to top button