მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკი G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინაში არსებული ვითარების განსახილველად გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს, სატელეფონო საუბარში, “დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგანგებო შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
“შევთანხმდით ოლაფ შოლცთან, გერმანიის კანცლერთან, რომელიც ხელმძღვანელობს G7-ს, ჯგუფის სასწრაფო სხდომის მოწვევაზე. დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც ვისაუბრებ რუსეთის ფედერაციაში მომხდარ ტერაქტებზე”, – წერს ზელენსკი.

გერმანია “დიდი შვიდეულის” თავმჯდომარე ქვეყანაა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართება, სიტყვით გამოვა. გერმანიის მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ შეხვედრა სამშაბათს, 11 ოქტომბერს გაიმართება.დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც მოქალაქეთა მსხვერპლი მოჰყვა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ ლაიენმა განაცხადა რომ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხს განიხილავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი უკრაინას დამატებით სამხედრო მხარდაჭერას დაჰპირდა.

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ რუსეთი სამოქალაქო მოსახლეობაზე განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულა და აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უკრაინა დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, როცა ეს უსაფრთხო იქნება.

დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან საუბარში დაგმო რუსეთის თავდასხმა.

რუსეთის მოქმედებები დაგმეს ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდის პრემიერმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, ლატვიის, ლიეტუვისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სამმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომელთა სამიზნე უკრაინა იყო, 10 ოქტომბერს მისი საჰაერო სივრცე გადაკვეთა, რის გამოც ახსნა-განმარტებისთვის გამოძახებულია რუსეთის ელჩი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის დღევანდელი თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 მოქალაქე და 60-მდე დაიჭრა. ეროვნული პოლიციის სპიკერმა, მარიანა რევამ „ეროვნული ტელემარათონის“ ეთერში განაცხადა, რომ კიევის გარდა, შეტევა განხორციელდა 14 რეგიონზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, კიევის დროით 11:40 საათისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ნასროლი იყო 83 რაკეტა და მათგან 43-ზე მეტი გაანადგურა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ.

დღეს დილიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა საშუალებით შეუტიეს უკრაინის ქალაქებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც.

დღევანდელ ინტენსიურ შეტევას წინ უძღოდა აფეთქება ანექსირებული ყირიმის ხიდზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.

სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button