კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო

მუსიკოსი გიორგი სლოევი დააკავეს – რაზე საუბრობენ ოჯახის წევრები

მუსიკოს გიორგი სლოევს 6-12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, 2 ძირი კანაფის გამო. დაკავების დროს მუსიკოსი ახლობლებთან ერთად მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ იპოვა ქოთანში ჩარგული მარიხუანა.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული გარემოებისა, დააკავეს მხოლოდ სლოევი.

მეგობარი, რომელიც ადასტურებს მარიხუანას კუთვნილებას, პოლიციას არც კი დაუკითხავს. როგორც დაკავებული მუსიკოსის ოჯახი აცხადებს, გიორგი უდანაშაულოა და ისინი საუბრობენ შანტაჟსა და თვალთვალზე.

„ვიცი, რომ ფული უნდათ, ფულის გამო აკეთებენ ამას“ – განაცხადა დაკავებულის დედამ.

როგორც ცნობილია, დაკავებულის უფლებებს „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი იცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button