თელავში ქართველი საკულტო პიანისტის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თელავში ქართველი საკულტო პიანისტის, ელისო ვირსალაძის დაფუძნებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის პირველ საღამოს, მსმენელის წინაშე, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ლაურეატები წარსდგნენ.
პირველ კონცერტზე, უკრაინელი ჩელისტი ალექსეი შადრინი და ამერიკელი მევიოლინე სტელა ჩენი უკრავდნენ.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელისათვის, თავად ელისო ვირსალაძე დაუკრავს. ორკესტრთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარსდგება ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი, რეჟისორი, არიელ ცუკერმანიც.
სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს , სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული, გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.
ფესტივალი 1 ოქტომრამდე გაგრძელდება.
საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, სახელწოდებით ” “ქება ვაზისა” , ელისო ვირსალაძემ 1984 წელს დაარსა.
გარკვეული დროის მანძილზე, ის შეწყვეტილი იყო, თუმცა 2010 წელს პაინისტმა ფესტივალი აღადგინა და ტრადიციულად, თელავში ატარებს.