გემრმანიაში სირიელი ლტოლვილი “ღვინის დედოფლად” აკურთხეს [Photo]

პირველად გემანიის ისტორიაში “ღვინის დედოფლის” ტიტული უცხოელმა – სირიელმა ქალბატონმა მოიპოვა, – იუწყება Reuters.
26 წლის ნინორტა ბანო სამშობლოდან გერმანიაში 3 წლის წინ გაიქცა და უძველეს ქალაქ ტრირში დასახლდა, რომელსაც ჩრდილოეთის რომს უწოდებენ.
ტრირი გერმანიის უძველესი რეგიონია, სადაც “ღვინის დედოფალს” ირჩევენ. ამ ტრადიციას საფუძველი 1930-იან წლებში ჩაეყარა. ნინორტამ გვირგვინი არა მხოლოდ ლამაზი თვალებისთვის მიიღო. კონკურსის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ლამაზი ქალბატონი სხვა ლტოლვილებს გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრირებაში დაეხმარება.
“მსურს, მშვიდობის ელჩი გავხდე. გერმანიას მადლობას მოვახსენებ იმისთვის, რომ შემიფარა” – განაცხადა ნინორტამ.
უმშვენიერესი ქალბატონი სხვადასხვა ღონისძიებებზე ადგილობრივი მეწარმეების წარმომადგენელი გახდება. მან უკვე გაიარა მეღვინეობის მოკლე კურსი. მისი საყვარელი ვაზის ჯიში ტკბილი რისლინგია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39763″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]