კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთის გზაზე მანქანა გადატრიალდა

ერთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფშაველი- აბანო- ომალოს გზაზე.
თუშეთისაკენ მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
მამაკაცი სოფელ ომალოს სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button