მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არჩევნებზე კვლავ მთავრობის მეთაური ვიქნები!”

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა “გავრილოვის ღამის” წლისთავზე კვლავ პრემიერის პოზიციაზე, გიორგი გახარიამ უპასუხა: “დიახ, ვიქნები”.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადაგომის შესახებ. ჟურნალისტებს მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად, – ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ.

“უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა არჩევნების პერიოდში მთავრობის მეთაურის პოსტზე, გახარიამ კვლავ უპასუხა, რომ იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button