მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშებს აგრძელებს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-მა “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა.

მათი თქმით, დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს “ჰუსიტების” სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა მათ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 დეკემბერს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, “ჰუსიტების” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკულმა ავიამზიდებმა და ბრიტანულმა ავიაციამ, ფაქტობრივად, ერთდროულად, “ჰუსიტების” ბაზებზე წერტილოვანი თავდასხმები განახორციელეს. აფეთქებების შედეგად, მეამბოხეების სამხედრო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილია განადგურებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button