მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის რუსეთს პოტენციალი არ აქვს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს ფართომასშტაბიანი შეტევის პოტენციალი არ გააჩნია.
“ამ დროისთვის რუსეთს არ გააჩნია არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური პოტენციალი, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევა სცადოს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს რაკეტების გარკვეული მარაგი დააგროვოს, რათა უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალოს.
29 მარტს, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას ზაფხულში დაიწყებენ.
2022 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის არმიის მხრიდან კონტრშეტევის მომზადების შესახებ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წარმატებული კონტრშეტევისთვის საჭიროა F-16 საბრძოლო თვითმფრინავები.

რუსებმა მიკოლაევის ოლქში X-22 ტიპის 5 რაკეტა გაუშვეს, დაზიანებულია სამრეწველო საწარმო – ინფორმაციას მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
„ოპერაციული სარდლობის პივდენის [სამხრეთის] ადრეული მოხსენების თანახმად, 5 Kh-22 რაკეტა გაისროლეს Tu-22M3 სტრატეგიული თვითმფრინავიდან. მტერი თავს დაესხა ოლშანსკესა და კოსტიანტინივკას ჰრომადას. დაზიანდა სამრეწველო საწარმოს შენობა” – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც კიმმა აღნიშნა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, ცდილობდნენ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.უწყების ცნობით, აღნიშნული მიმართულებებით უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 50-მდე შეტევა მოიგერიეს. ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ ქალაქებისთვის, ბახმუტისა და მარინკასათვის უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს. ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტში. ამასთან, გასული დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ივანოვკას პრედტეჩინოსა და ნიუ-იორკის დასახლებების მიმართულებით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, მარინკას მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მარინკას ტერიტორიაზე რუსების ბევრი თავდასხმა მოიგერიეს. ამავდროულად, დაიბომბა გეორგიევკას და დონეცკის ოლქის პობედას დასახლებები.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ერთი დარტყმა მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემას.

„გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა 7 დამრტყმელი და 8 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი სამეთაურო პუნქტს და მტრის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 3 უბანს დაარტყეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი პოსტები

Back to top button